Saturday, November 3, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი სოფიკო თევდორაშვილი
საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი საბაზო მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
გაკვეთილის თემა: მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მრავალფეროვნების მართვის ხერხებს და მულტიკულტურალიზმის მნიშვნელობას. დაასახელებენ  საქართველოს მოსახლეობის მრავალფეროვნების ნიშნებს, შეძლებენ მართვის ხერხები დააკავშირონ პოლიტიკურ რეჟიმებთან. იმსჯელებენ მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე.
მოქ. IX.7 მოსწავლეს შეუძლია  ერთმანეთთან  დააკავშიროს საქართველოს  მრავალფეროვნების  ძირითად მახასიათებლები
ჩამოთვლის საზოგადოების მრავალფეროვნების დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მოსახლეობაზე;
მოქ. IX.8 მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა
აკავშირებს საზოგადოებაში სამართლიანობის პირობებს მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებთან;
განიხილავს საქართველოს მოსახლების მრავალფეროვნებას, როგორც საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის საფუძველს.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზმების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

3 წთ

რა არის მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი?
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტის ქაღალდზე გამზადებულ სქემაში.   სთხოვს გაიხსენონ თუ რა ასოციაციები აქვთ სიტყვა მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებით?
ასოციაციური რუკა
გონებრივი იერიში
მთელ კლასთან
ფლიპ ჩარტის ქაღალდი
მარკერები
7 წთ
2
რა არის მულტიკულტურალიზმი?
მასწავლებელი მინი ლექციის საშუალებით აცნობს მულტიკულტურალიზმს, მრავალფეროვნების ორგანიზების ფორმებს
ელექტრონული პრეზენტაციის საშუალების აცნობს მრავალფეროვნების ორგანიზების ფორმებს,  საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას (წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge)
პრეზენტაცია
მთელ კლასთან
ppx პრეზენტაცია
პრექტორი კომპიუტერი
10 წთ
4
მოსწავლეები გაიხსენებენ მრავალფეროვნების მართვის ხერხების მაგალითებს(ასიმილაცია, სეგრეგაცია, თანაარსებობა) და დააკავშირებენ პოლიტიკურ რეჟიმებთან მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება რომელი მრავალფეროვნების მართვის მეთოდი არის მისაღების და რომელს გააჩნია უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით?
რა საერთო ღირებულებების უნდა ჰქონდეთ განსხვავებული რასის, ეთნოსის, რელიგიის მქონე ადამიანებს რათა მათ შეძლონ ერთიან სივრცეში მშვიდობიანი თანაარსებობა?
იმსჯელებენ ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.
დისკუსია
მთელ კლასთან

15 წთ
5
მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით აკეთებს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.
შეფასება

მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკა
5 წთ

გასვლითი ბარათები
მოსწავლეები ავსებენ გასვლით ბარათებს.
ბარათების შევსება
ინდივიდუალური სამუშაო
ბარათები
5 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ეცოდინებათ მრავალფეროვნების მართვის ხერხები და მულტიკულტურალიზმის მნიშვნელობა.  შეძლებენ მართვის ხერხები დააკავშირონ პოლიტიკურ რეჟიმებთან. იმსჯელებენ მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე.
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკა თან უნდა ერთოდეს გეგმას)

ხელმოწერა:   ს. თევდორაშვილი
თარიღი;   14. 10.2019


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი, გვარი სოფიკო თევდორაშვილი საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების საფეხური/კლასი საბაზო მე-...