პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია







1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლემ გაიგოს რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

3. პროექტის აქტუალობა: ჯანსაღი ცხოვრების წესს მოსწავლეები სკოლის ასაკშივე  უნდა მიეჩვიონ და ისწავლონ. მოზარდების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება ნაკლებ დაინტერესებას იწვევს. ნაკლებად ინტერესდებიან სპორტული თამაშებით, მოზარდების დიდი ნაწილი ადვილად იღებს მავნე ჩვევებს და სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები გააცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ისწავლიან თუ როგორ უნდა მოიქცნენ რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. საჭიროებიდან გამომდინარე  პოპულარიზაციას გაუწევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება, ფიზიკური აქტივობები და პირადი ჰიგიენის დაცვა  ჯანმრთელობისათვის. იმსჯელებენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე პიროვნების კეთილდღეობაზე, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს. შექმნიან სლოგანებს, ვიდეორგოლებსა და ბუკლეტებს. თანაკლასელებთან ერთად იმსჯელებენ თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. განახორციელებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას. შექმნიან სასკოლო სპორტულ კლუბს და ჩაატარებენ სპორტულ ღონისძიებებს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა, გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებაზე. გაეწიოს პოპულარიზაცია ცხოვრების ჯანსაღ წესს

5. მონაწილეთა ასაკი: მე-9 მე-10 კლასი 15-16 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 5  კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს პროექტის განხორცილების შემდეგ განუვითარდებათ ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა საკუთარი თავისადმი პატივისცემა, თვითდისციპლინა, გაიგებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა, ისწავლიან როგორ უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და კარგად იგრძნონ თავი. შექმნიან  ბლოგს,  ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის დაამზადებენა ბუკლეტებს და გადაიღებენ ვიდეოს.   დაგეგმავენ და განახორციელებენ სპორტულ ღონისძიებებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         თაბახის ფურცლები
·         ფერადი ფურცლები
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         სპორტული ინვენტარი
·         ფოტოაპარატი

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა - პრეზენტაცია
·         ჯანსაღი საკვები, პირადი ჰიგიენა, სპორტული აქტივობები ჯანმრთელობის საწინდარია -დისკუსია
·         უარი თქვი მავნე ჩვევებზე- სლოგანების შექმნა
·         სასკოლო სპორტული კლუბის შექმნა
·         ინფორმაციის მოძიება, დამუშავება
·         ბლოგის შექმნა
·         ბუკლეტების დამზადება, ვიდოების გადაღება  და ბლოგზე განთავდება
·         სასკოლო სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება/ბიოლოგია. სპორტი/ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი  წესს.
·         განასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს, მსჯელობს ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისათვის;
·         მსჯელობს და ასაბუთებს დაბალანსებული დღის რეჟიმის (სწავლა-დასვენების), მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საზოგადოების კეთილდღეობისათვის;
·         მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას, თუ რა სახის ქმედებებს შეაქვთ წვლილი გარემოს დაცვაში;

მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
·         თანაკლასელებთან ერთად განიხილავს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაციაში საკუთარ დასახლებაში; სახავს გეგმას და სკოლის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): სოფიკო თევდორაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tevdorashvilisophio@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://tevdorashvilisophio.blogspot.com/



No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი, გვარი სოფიკო თევდორაშვილი საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების საფეხური/კლასი საბაზო მე-...