ტრენინგის რეფლექსია

გავიარე ტრენინგია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზანს, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალსა და ციფრული წიგნიერების კომპეტენციებს. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. განვიხილეთ  რა უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროთ სკოლის მოსწავლეებს რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ, დემოკრატიული ღირებულებიბის მქონე მოქალაქეებად. გავეცანით გაკვეთილის გეგმის ფორმას. ტრენინგის მეორე დღეს შევქმენი  გაკვეთილის გეგმაზე ისტის გამოყენებით, გაკვეთილის თემას შევუსაბამეთ მიზანი. გავიხილეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური სწავლაზე ორიენტირებული მიზნის შემთხვევები. მიზნის ჩამოყალიბების პროცესში გავითვალიწინეთ  21-ე საუკუნის უნარ ჩვევები.  თითოეული სატრენინგო დღე იწყებოდა წინა ტრენინგის გახსენებით და საშინაო დავალების მიმოხილვით. ვიმსჯელეთ თუ რა არის საჭირო ეფექტური პრეზენტაციისათვის? რატომ ზრდის ვიზუალური მასალის გამოყენება ეფეხტურს სასწავლო პროცესს? გაკვეთილი გეგმისათის შვქმენი საპრეზენტაციო ფაილი. ტრენინგის მოსმენის დროს გავეცანით საგანმანათლებლო თამაშებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნას ინტერნეტ სივრცეში, კომიქსების, ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნასა და გამოყენებას სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. ტრენინგის მეხუთერ დღეს გავეცანით შეფასების სისტემებს, მეთოდებს და ძირითად ამოცანებს. გაკვეთილისათვის შევქმენით შეფასების რუბრიკა, მსმენელებმა  გავუზიარეთ ერთმანეთს და მივიღთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ტრენინგის მსვლელობის დროს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. დრაივზე ინფორმაციის განთავსება, გამოქვეყნება და გაზიარება. შევქმენი სასწავლო პროექტი, განვსაზღვრეთ თემა, მიზანი, განვსაზღვრე პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ასაკი და ხანგრძლიობა. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის დავგეგმე აქტივობები. პროექტი, გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა განვათავსე ბლოგზე.  ტრენინგით მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. შემქმნი სასწავლო რესურსებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. პროფესიული განვითარებისათვის აქტიურად ვაწარმოებ საგანმანათლებლო ბლოგს. 


1 comment:

  1. გმადლობ, სოფო, ტრენინგის ასეთი სრულყოფილი შეფასებისათვის! შენთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა!!! გისურვებ წარმატებებს მასწავლებლობაში!

    ReplyDelete

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი, გვარი სოფიკო თევდორაშვილი საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების საფეხური/კლასი საბაზო მე-...